გიორგი ვაშაძე - რეჟიმს, რომელიც იღებს რუსული ყაიდის კანონებს, ციხეში ჰყავს სინდისის პატიმრები, უარს ამბობს ევროინტეგრაციაზე, რა ესაქმება ევროპის დღეზე?! - მოსასვლელი არ აქვთ, ხალხში ვერ დადიან

რეჟიმს, რომელიც იღებს რუსული ყაიდის კანონებს, ციხეში ჰყავს სინდისის პატიმრები, უარს ამბობს ევროინტეგრაციაზე, მტრად აცხადებს სრულიად ევროპას და ამერიკის შეერთებულ შტატებს, რა ესაქმება ევროპის დღეზე?! - მოსასვლელი არ აქვთ, ხალხში ვერ დადიან!, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც შეაფასა ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ მივიდა.

მისი თქმით, ღონისძიებაზე დასასწრები მოსაწვევი პირადად არც მას მიუღია.

„რეჟიმს, რომელიც იღებს რუსული ყაიდის კანონებს, ციხეში ჰყავს სინდისის პატიმრები, უარს ამბობს ევროინტეგრაციაზე, მტრად აცხადებს სრულიად ევროპას და ამერიკის შეერთებულ შტატებს, რა ესაქმება ევროპის დღეზე?! მე მოსაწვევი კი არ მივიღე, ავდექი და მოვედი. რად მინდა ევროპის დღეზე მოსაწვევი, ხალხო?! ევროპის დღე ჩემია, მოსაწვევი რაში მჭირდება?! ავდექი და მოვედი, არაფერი მოსაწვევი არ მიმიღია. რატომ თვითონ ვერ მოვიდნენ?! იმიტომ რომ მოსასვლელი არ აქვთ, ხალხში ვერ დადიან, აქ რომ გამოიარონ ახლა ევროპის დღეზე საოცრება დაემართებათ. მარტო შეუძლიათ შენობებში გამოიკეტონ პოლიციის ალყის უკან. ეგ არის და ეგ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის საელჩომ პროტოკოლი დაარღვია და მთავრობას ღონისძიებაზე დასასწრები მოსაწვევი არ გაუგზავნა. ამის გამო, კობახიძემ საელჩო საბჭოურ მიდგომაში დაადანაშაულა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა