ემანუელ მაკრონი - რამდენჯერმე ვესაუბრე დონალდ ტრამპს, მივესალმები მის მტკიცე მოწოდებას 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

წუხელ რამდენჯერმე ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. მივესალმები მის მტკიცე მოწოდებას 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, თუ რუსეთი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტაზე, ევროპა, შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კოორდინაციით, მტკიცედ უპასუხებს.

„ყველამ უნდა ვიმუშაოთ ამ მიზნის მისაღწევად ყოველგვარი შეფერხების, ცრუ პრეტენზიებისა და გაჭიანურების ტაქტიკის გარეშე. უკრაინამ უკვე გამოთქვა თანხმობა ცეცხლის ასეთი შეწყვეტის მიმართ თითქმის ორი თვის წინ. ახლა ველოდები, რომ რუსეთიც იგივეს გააკეთებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ მტკიცედ ვუპასუხოთ ყველა ევროპელთან ერთად და შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კოორდინაციით“, - აცხადებს მაკრონი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები გრძელდება და აშშ მხარეებისგან, იდეალურ შემთხვევაში, 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა