შვედეთის ელჩი - გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას - შვედეთი საქართველოს დიდი ხნის პარტნიორია და ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით

ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერას, - ამის შესახებ შვედეთის ელჩმა საქართველოში ანა ლიბერგმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ელჩის თქმით, შვედეთი საქართველოს მხარს უჭერს, თუმცა ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული ამბების გამო ოფიციალური სტოკჰოლმი შეშფოთებულია.

„შვედეთი საქართველოს დიდი ხნის პარტნიორია და როგორც დიდი ხნის პარტნიორი, ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით, რომლებიც, სამწუხაროდ, არ შეესაბამება კავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს“, - განაცხადა ელჩმა.

ელჩის თქმით, შვედეთის ევროპულ ბლოკში წევრობამ მეტი განვითარება და სტაბილურობა მოუტანა.

„ძალიან გვიხარია, რომ წელს ასევე აღვნიშნავთ ევროკავშირის წევრობის 30 წლისთავს. ევროკავშირის წევრობამ გააძლიერა შვედეთი, ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ ერთიანი ბაზრიდან და ადამიანების, საქონლისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილებიდან.

ამიტომ ჩვენთვის ეს ნათელი და პოზიტიური მოვლენაა. ასევე ვხედავთ, რომ ევროკავშირში საერთო გამოწვევები საერთო პასუხებს მოითხოვს. ერთად ჩვენ ნამდვილად ძლიერები ვართ, - განაცხადა ანა ლიბერგმა.

საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ელჩმა განაცხადა, რომ შვედეთი იზიარებს ბრიუსელის ოფიციალურ პოზიციას საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე და, ევროკავშირის სხვა ქვეყნების მსგავსად, შვედეთი გადაწყვეტილების განხორციელების პროცესში შიდა პროცედურებს იცავს.

„ჩვენ ამ პროცესის წინსვლისთვის შიდა პროცედურებს ვიცავთ. ამიტომ, კონკრეტული თარიღის დასახელება შეუძლებელია. ეს არის შიდა პროცედურები, რომლებიც უნდა დასრულდეს ამ გადაწყვეტილების სრულად განხორციელებამდე“, - განაცხადა ელჩმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა