სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი თავისუფლება იწყება და მთავრდება ევროპასთან -  არანაირი თავისუფლება, არანაირი კეთილდღეობა, არანაირი მშვიდობა რუსეთთან ერთად არ არსებობს

ჩვენი თავისუფლება იწყება და მთავრდება ევროპასთან. არანაირი თავისუფლება, არანაირი კეთილდღეობა, არანაირი მშვიდობა რუსეთთან ერთად არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელიც ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციას შეუერთდა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, გამარჯვება და ევროპის გზაზე დაბრუნება არის აბსოლუტურად გარდაუვალი.

„ყველა კარგად გრძნობს, რომ ჩვენი თავისუფლება იწყება და მთავრდება ევროპასთან. არანაირი თავისუფლება, არანაირი კეთილდღეობა, არანაირი მშვიდობა რუსეთთან ერთად არ არსებობს. ჩვენი გზა არის იმდენად ნათელი, რომ ხალხი მოდის ისე, რომ არავინ არ მოუწოდებს. ეს ხალხი მოდის, აქ იდგება და გამარჯვება და დაბრუნება ევროპის გზაზე არის აბსოლუტურად გარდაუვალი. ამას ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა 26 მაისს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ 26 მაისი არის ის დღე, როცა ყველა ერთად უნდა დავდგეთ.

„ეს არის ის დღე, როცა ჩვენ ყველა უნდა დავდგეთ და ვთქვათ, რომ გადავარჩენთ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. დამოუკიდებლობა არასდროსაა მოცემული სამუდამოდ. ჩვენ ყველანი ვართ ვალდებული, რომ ვიდგეთ დამოუკიდებლობის გვერდით და მის დასაცავად. 26 მაისი არის ის დღე, როცა ყველა ერთად უნდა დავდგეთ და დავანახოთ ერთმანეთს, „ქართულ ოცნებას“ და მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო თავის დამოუკიდებლობას ყოველთვის და ყველგან დაიცავს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ