სახალხო დამცველმა მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების ევროპულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების ევროპულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონფერენციაზე მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის მიმართულებით საქართველოსა და ევროპაში არსებულ სიახლეებზე, აქტუალურ საკითხებზე, ტენდენციებსა და გატარებულ რეფორმებზე ისაუბრეს.

“2025 წლის 6-9 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მონაწილეობა მიიღო მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 33-ე უმაღლესი დონის ევროპულ კონფერენციაში, რომელიც ბათუმში საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციაზე მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის მიმართულებით საქართველოსა და ევროპაში არსებულ სიახლეებზე, აქტუალურ საკითხებზე, ტენდენციებსა და გატარებულ რეფორმებზე ისაუბრეს.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ლევან იოსელიანმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის, როგორც ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ძირითადი მიმართულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა.

ღონისძიებაზე, რომელსაც ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ტექნოლოგიური და მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის განვითარების პირობებში მონაცემთა დაცვის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნასა და დახვეწაზე, ბავშვთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე, პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სირთულეებზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის პრაქტიკოსთა როლზე იმსჯელეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს