ნიკა მელია - ბრძოლა და წინააღმდეგობა იქნება შედეგის მიღწევამდე

ბრძოლა და წინააღმდეგობა იქნება შედეგის მიღწევამდე! შედეგი არის ქვეყანაში თავისუფალ გარემოში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, სადაც არჩევითობა დაბრუნდება. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და არა ავტოკრატიულ რეჟიმში ცხოვრება,- ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ “ახმეტელის მეტროსადგურთან” განაცხადა, საიდანაც აშშ-ს საელჩოს მიმართულებით “ერთობის მარში” გაიმართება სახელწოდებით: “მადლობა მეგობარს”.

როგორც მელიამ აღნიშნა, საზოგადოების დიდი ნაწილი წინააღმდეგობრივ მოძრაობაშია.

“არაფერი განსხვავებული არ ხდება. ბრძოლა და წინააღმდეგობა იქნება შედეგის მიღწევამდე. შედეგი არის ქვეყანაში თავისუფალ გარემოში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, სადაც არჩევითობა დაბრუნდება. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და არა ავტოკრატიულ რეჟიმში ცხოვრება, სადაც ხალხი არაფრის გამოა დაკავებული, ცრუმოწმეები მრავლდებიან და მრავლდებიან, არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი არ ჰგავს სახელმწიფო ინსტიტუტს, სახელმწიფო სამსახურში ყველა მუშაობს ერთი ადამიანის ნება-სურვილზე”,- აღნიშნა მელიამ.

რაც შეეხება “MEGOBARI აქტის” შესახებ დასმულ კითხვას, ნიკა მელიას თქმით, “მნიშვნელოვანია ქვეყანაში იყოს თავისუფალი გარემო, დემოკრატიული წესწყობილება. ყველა საერთაშორისო პარტნიორი ამ პროცესში ქართველი ხალხის ნებას ეხმარება”.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს