ტორსტენ ფრეი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე - პირველ რიგში, გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა

გერმანია მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები მხოლოდ სრული ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უნდა დაიწყოს, - უკრაინული მედიის ცნობით, ასე ეხმაურება ფედერალური კანცელარიის ხელმძღვანელი, ტორსტენ ფრეი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელმაც უკრაინას მოუწოდა, დათანხმდეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადებას თურქეთში მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

ტორსტენ ფრეიმ გერმანულ ტელეარხ ARD-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა ჯერ უკრაინაზე თავდასხმები უნდა შეწყვიტოს.

„პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა და მისი განხორციელების მკაფიო ვალდებულება. ახლა კიევში ვხედავთ ახალ ევროპულ სიმტკიცეს და ეს სიმტკიცე ასევე უნდა გამოიხატოს მოქმედებაში,“ - აღნიშნა ფედერალური კანცელარიის ხელმძღვანელმა.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინას მოუწოდებს, დათანხმდეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადებას თურქეთში მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. "რუსეთის პრეზიდენტ პუტინს არ სურს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადება, არამედ ხუთშაბათს, თურქეთში შეხვედრა სურს, რათა სისხლისღვრის შესაძლო დასრულებაზე მოლაპარაკება მოხდეს. უკრაინა ამას დაუყოვნებლივ უნდა დაეთანხმოს“, - განაცხადა ტრამპმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა