დიპლომატიურ სამსახურში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პარლამენტის კომიტეტებში განიხილავენ - სავარაუდოდ, დღესვე კანონპროექტი პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გავა

მთავრობის ინიციატივით, დიპლომატიურ სამსახურში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პარლამენტის კომიტეტებში განიხილავენ. სავარაუდოდ დღესვე, კანონის პროექტი პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით განხილვისთვის გავა.

“დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები ხორციელდება, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.

პროექტის თანახმად, დიპლომატიური სამსახურის ფასეულობებსა და პრინციპებს ისეთი ნორმები ემატება, რომელთა დაცვაც დიპლომატიური სამსახურის პრინციპების, საჯარო ინტერესების, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების უზრუნველსაყოფად დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებულ პირთათვის აუცილებელი იქნება.

ამასთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებს ახალი ნორმა ემატა. ამ ნორმის გათვალისწინებით, მივლინებული პირის მიერ მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ისეთი დარღვევა, რომელმაც შესაძლოა ქვეყნის ინტერესების და იმიჯის შელახვა ან ისეთი ქმედების ჩადენა გამოიწვიოს, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და სამინისტროს ინტერესს ეწინააღმდეგება, პირის ვადამდე გამოწვევის საფუძველი იქნება.

პირები, რომლებიც გრძელვადიანი სამუშაო მივლინებიდან ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დარღვევის საფუძველზე იქნებიან გაწვეული, დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩასარიცხ პირთა წრეს დაემატებიან.

კანონში დაგეგმილი ცვლილების ფარგლებში სიახლეა ისიც, რომ დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული დიპლომატიური თანამდებობის პირები (გარდა სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით განსაზღვრული თანამდებობის პირებისა) და ადმინისტრაციული პერსონალი, სხვა საჯარო მოხელეთა მსგავსად, დაექვემდებარებიან წელიწადში არანაკლებ ორჯერ შეფასებას, ნაცვლად კანონის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული წელიწადში ერთხელ შეფასებისა.

ამავე კანონის პროექტით გათვალისწინებულია დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, დიპლომატიური თანამდებობის პირისა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის როტაციის ვადის გაგრძელების შესაძლებლობის გაზრდა 1 წლამდე ვადით, ნაცვლად 6 თვისა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს