მარგუს ცაჰკნა - ვლადიმერ პუტინი ახალ ხაფანგს აწყობს და თურქეთს შუამავლად იყენებს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სტამბოლში უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ ვლადიმერ პუტინის წინადადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი განზრახ აფერხებს სამშვიდობო პროცესს.

ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მას არ სჯერა, რომ რუსეთის ლიდერს მშვიდობის მიღწევის გულწრფელი განზრახვა ამოძრავებს.

„ერთადერთი, ვინც რეალურად ცეცხლის შეწყვეტისკენ ისწრაფვის, უკრაინაა და ის ამას საკმაოდ ღიად აკეთებს: პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივით, ასევე შეერთებული შტატების, მათ შორის ტრამპის და მთელი ევროპის ხელშესახები მხარდაჭერით“, - განაცხადა ცაჰკნამ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, პუტინს „მხოლოდ ერთი ბრძანება დასჭირდება ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესასვლელად“.

„მაგრამ, როგორც ჩანს, პუტინს ეს ზავი არ სურს. ახლა, როგორც ჩანს, ის ახალ ხაფანგს აწყობს და თურქეთს შუამავლად იყენებს გარკვეული ორმხრივი მოლაპარაკებების დასაწყებად“, - დაასკვნა ცახნამ.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კიევს სტამბოლში 15 მაისს პირდაპირი მოლაპარაკებების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განახლება შესთავაზა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის