შალვა პაპუაშვილი - ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ ევროპულ საზოგადოებას -  ვხედავთ ძალიან ზედაპირულ, რიგ შემთხვევაში, თავქარიან პოლიტიკას და მიდგომებს ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მხრიდან

ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ, განსაკუთრებით ევროპულ საზოგადოებას. ამ მხრივ, ვხედავთ გამოფხიზლებას ევროპის შიგნითაც - ვხედავთ ძალიან ზედაპირულ, რიგ შემთხვევაში, თავქარიან პოლიტიკას და მიდგომებს ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპაში ბევრი დღესაც არ არის მზად, გეოპოლიტიკური ძვრებს და გამოწვევებს სერიოზულად შეხვდეს.

„ერთი, რასაც მთელი მსოფლიო აკვირდება, განსაკუთრებით აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, არის ის, რომ ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ, განსაკუთრებით ევროპულ საზოგადოებას. ამ მხრივ, ვხედავთ გამოფხიზლებას ევროპის შიგნითაც, როდესაც საზოგადოება უკვე ხვდება, როგორც ამას მიხვდა ამერიკელი საზოგადოება, რომ აბსოლუტური ყალბი იდეოლოგიები, ლიბერალიზმის არასწორი გაგება და საერთო ჯამში, ორუელისეული მიდგომები, როცა ხდებოდა ჩანაცვლება ნამდვილი ღირებულებებისა - ყალბი ღირებულებებით, ეს ეპოქა დასრულდა და მნიშვნელოვანია, რომ ამას თვალი გაუსწოროს ევროკავშირის შიგნით ყველა ხელისუფლებამ.

რაც შეეხება სამომავლო კონსტრუქციას, ამ მხრივ ვხედავთ ასევე ძვრებს, რომელიც მსოფლიოში ხდება. როცა დაიწყო რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, იმ მომენტშივე ითქვა, რომ ეს იყო ტექტონიკური, გეოპოლიტიკური ძვრები. საით მივყავართ და სად მიგვიყვანს ეს გეოპოლიტიკური ძვრები, რთულია, იწინასწარმეტყველო, თუმცა ჩანს, რომ ევროპაში ბევრი დღესაც არ არის მზად, რომ ამ საკითხს შეხვდეს სერიოზულად იმ მხრივ, რომ კომპეტენტური პასუხები ჰქონდეს გამოწვევებზე, რომლებიც ამ გარემოებამ შექმნა. ვხედავთ ძალიან ზედაპირულ, რიგ შემთხვევაში, თავქარიან პოლიტიკას და მიდგომებს ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მხრიდან და ამ მხრივ, დასაფასებელია პრემიერ-მინისტრ ორბანის მოწოდება, მათ შორის დღეს ამ ფორუმის წინაშე, რომ სრული პასუხისმგებლობით და გააზრებით მიუდგეს ყველა ხელისუფალი და რაც მთავარია, საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მიუდგეს იმ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში წარმოიშვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენცია მიმდინარეობს, რომელში მონაწილეობაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმაც მიიღო. მან კონფერენციაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართა. ღონისძიებაზე რეგიონული თანამშრომლობა, დემოკრატიის გაღრმავება და საერთო უსაფრთხოების გამოწვევები განიხილება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია