შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტ თეოდოროს რუსოპულოსს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და მიმოიხილა ადგილობრივი არჩევნებისთვის მომზადების პროცესი.

“მხარეებმა, ასევე, განიხილეს ის ფაქტი, რომ დღესდღეობით ასამბლეაში საქართველოს პარლამენტს დელეგაცია არ ჰყავს. ამ კუთხით, შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა პასე-ს მიერ იანვარში მიღებულ რეზოლუციაზე, რომელმაც პარლამენტის წევრებს დელეგაციის დატოვებისკენ უბიძგა.

შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ევროპის საბჭოს ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული რჩება.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ხალხი არჩევანის პატივისცემა დემოკრატიის ქვაკუთხედია და ამ პრინციპის უპატივცემულობა მიუღებელია.

მხარეებმა გამოხატეს კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების მზაობა.

შეხვედრა შედგა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, სადაც ევროკავშირის ქვეყნებისა და პარტნიორების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენცია იმართება.

საქართველოს დელეგაციის წევრები არიან: პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს