შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იტალიის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა - დეპუტატთა პალატის პრეზიდენტ ლორენცო ფონტანას შეხვდა.

პარლამენტის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და იტალიას შორის მეგობრული ურთიერთობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა. ხაზი გაესვა 2023 წელს საქართველოსა და იტალიას შორის დაფუძნებულ მაღალი დონის დიალოგს და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.

„მხარეებმა გამოხატეს საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა. შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა 2023 წელს იტალიაში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტი.

საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობასა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, რათა 2030 წლისთვის ქვეყანა მზად იყოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ლორენცო ფონტანამ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერია და აღნიშნა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობის ახალ დონეზე გადაყვანა.

შეხვედრა შედგა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, სადაც ევროკავშირის ქვეყნებისა და პარტნიორების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენცია იმართება. საქართველოს დელეგაციის წევრები არიან: პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე