ვოლოდიმირ ზელენსკი - აუცილებელია, რომ პარტნიორებმა ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი უზრუნველყონ - პრეზიდენტ ერდოღანთან შევთანხმდი, რომ მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით ერთობლივ ძალისხმევას გავაგრძელებთ

თურქეთში შეხვედრის შესახებ პრეზიდენტ ერდოღანს ვესაუბრე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს მხარდაჭერისთვის და უმაღლეს დონეზე დიპლომატიის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობასთან დაკავშირებით საერთო აზრზე ვართ. ასევე, აუცილებელია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი უზრუნველყონ. ჩვენ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ. პრეზიდენტ ერდოღანთან შევთანხმდი, რომ მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით ერთობლივ ძალისხმევას გავაგრძელებთ“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება „უაღრესად მნიშვნელოვანია“.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის მიზნით რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს თურქეთში სიამოვნებით უმასპინძლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა