საქართველოს პარლამენტი აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის მიერ მხარდაჭერილი „MEGOBARI აქტის“ საპასუხოდ სპეციალურ განცხადებას მიიღებს

საქართველოს პარლამენტი აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის მიერ მხარდაჭერილი „MEGOBARI აქტის“ საპასუხოდ სპეციალურ განცხადებას მიიღებს.

განცხადების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ინიციატორია პარლამენტის თავმჯდომარე, ფრაქციის “ქართული ოცნებისა“ და ასევე, პარლამენტში არსებული პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელები.

განცხადების პროექტი განსახილველად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს გადაეცა. მისი განხილვა კი სესიაზე ხვალ შედგება.

პარლამენტის განცხადებაზე მომხსენებელი შალვა პაპუაშვილი იქნება, რომლის თქმით, საქართველოს პარლამენტი აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის მიერ მიღებულ „MEGOBARI აქტზე“ საკუთარ პოზიციას აუცილებლად დააფიქსირებს.

„დღეს საზოგადოებამ აშშ-ს პრეზიდენტის მიმართ პრემიერ-მინისტრის წერილი ნახა, რომელიც მათ შორის „MEGOBARI აქტს“ ეხება. ამავე დროს პარლამენტში ფრაქციის და პოლიტიკური ჯგუფების მონაწილეობით პარლამენტის განცხადება მომზადდა, რომელიც ამ ე,წ. მეგობარ აქტს ეხება. განცხადებაში მოცემულია ჩვენი შეფასებები და პასუხი ამ აქტთან დაკავშირებით.

ე.წ. მეგობარ აქტს სახელი თავადაც შეუცვალეს. რაც ჩვენ იქ ამოვიკითხეთ ყველაფერი იყო, გარდა მეგობრობისა. ის დაფუძნებულია არა მხოლოდ მცდარ ფაქტებზე, არამედ თავისი არსით არის იმ რეალობის ამოყირავება, რაც საქართველოში არის.

ჩვენი მიზანია არგუმენტებზე და მყარ ფაქტებზე დაყრდნობით ყველას ვაჩვენოთ თუ რა არის რეალობა და ჩვენი შეფასება გავაკეთოთ. რაც ჩვენ აშშ-ს წარმომადგენლობით პალატაში მიღებული “მეგობარი აქტის“ სახით ვნახეთ, ეს მეგობრობის ყოველგვარ გაგებას ეწინააღმდეგება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ