თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფის ფაქტზე თორნიკე სხვიტარიძისა და ანი ქავთარაძის სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფის ფაქტზე, თორნიკე სხვიტარიძისა და ანი ქავთარაძის სასამართლო პროცესი 30 მაისისთვის გადაიდო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სამი პოლიციელი მოწმედ გამოიძახეს, რომელიც მოსამართლის წინაშე გამოკითხეს.

როგორც ადვოკატი, მარიკა არევაძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოში მოწმის სახით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების, მთავარი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის გამოკითხვა მოხდეს, რომ მან თავად განმარტოს, თუ რა იყო მისთვის შეურაცხმყოფელი.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე სამი მოწმე გამოვკითხეთ, რომლებმაც ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებზე ისაუბრეს, ეს საქმე სავსეა აბსურდით. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში ეს საქმე უნდა შეწყდეს და ვნახოთ, რას იზამს სასამართლო. გამოიკვეთა ბევრი გარემოება, რომელიც საჭიროს ხდის, რომ მირიან ქავთარაძე მოვიდეს და გვითხრას რა ეწყინა გვარის განხილვებთან დაკავშირებით.

აღმოჩენა იყო, რომ ბიზნეს მენეჯმენტის კურსის კურსდამთავრებულები, იყვნენ წარმოდგენილები შსს-ს მხრიდან, რომლებიც შსს-ში მუშაობენ. იურიდიული განათლება მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ნორმის შინაარსის გაგება და შემდგომ სწორი კვალიფიკაციის მიცემა", - განაცხადა მარიკა არევაძემ.

მომავალ სასამართლო სხდომაზე, რომელიც 30 მაისს გაიმართება, კიდევ ერთი მოწმე პოლიციელი დაიკითხება და ასევე მოსამართლე, მირიან ქავთარაძის, როგორც მოწმის გამოკითხვასთან დაკავშირებით დაყენებულ შუამდგომლობას პასუხს გასცემს.

ასევე, დღევანდელ სასამართლო პროცესზე შსს-ს წარმომადგენლებმა, სასამართლოს ახალი მტკიცებულებები წარუდგინეს, რომელიც მათი თქმით, ასახავს ანი ქავთარაძის მიერ, პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს.

ცნობისთვის, თორნიკე სხვიტარიძე არის მირიან ქავთარაძეზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული, საბა სხვიტარიძის ძმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, თორნიკე სხვიტარიძეს, ასევე ანი ქავთარაძეს მირიან ქავთარაძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლით.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა