შალვა პაპუაშვილი - გერმანიაში ხელისუფლება კრძალავს „რაიხსბიურგერების“ ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ „არ აღიარებენ ხელისუფლებას“ - საქართველოში გერმანიის ხელისუფლება აფინანსებს ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ არჩეულ ხელისუფლებას

გერმანიაში გერმანიის ხელისუფლება კრძალავს ე.წ. "რაიხსბიურგერების" ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ ისინი "არ აღიარებენ ხელისუფლებას - საქართველოში გერმანიის ხელისუფლება აფინანსებს იმ ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ არჩეული ხელისუფლებას, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს ხდება ერთ დროს და ერთ პლანეტაზე.

,,გერმანიაში გერმანიის ხელისუფლება კრძალავს ე.წ. "რაიხსბიურგერების" ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ ისინი "არ აღიარებენ გერმანიის არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას", "ქმნიან პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს", "ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს", "ხელს უშლიან პოლიციას მუშაობაში", "ამტკიცებენ, რომ გერმანია ოკუპანტი ძალის მიერ იმართება".

საქართველოში გერმანიის ხელისუფლება აფინანსებს იმ ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ქმნიან პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს, ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, ხელს უშლიან პოლიციას მუშაობაში, ამტკიცებენ, რომ საქართველო ოკუპანტი ძალის მიერ იმართება.

ეს ხდება ერთ დროს და ერთ პლანეტაზე”, - წერს პაპუაშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს