ტერაბანკისა და პლატფორმა Saasargeblo.ge-ის ორგანიზებით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

30 აპრილს ტერაბანკმა ინიციატივა Saasargeblo.ge-ის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ტერაბანკისა და ტექნოლოგიური სტარტაპების: Signify-ის, Retain-ის, Back Office-ის, Storera-სა და Optio AI-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ მთავარ საკითხებზე, რომლებიც ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ბიზნესპროცესების გაუმჯობესებას უკავშირდება — მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ბიზნესში, ციფრულ გადახდებსა და ელექტრონულ კომერციას. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ბანკისა და ინოვაციური ტექნოლოგიების როლზე.

Saasargeblo.ge ტერაბანკის მიერ შექმნილი მხარდამჭერი პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ციფრული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას. მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ თანამედროვე SaaS კომპანიების კატალოგს და დაგეგმონ კონსულტაციები პროფესიონალებთან — სრულიად უფასოდ.

პროექტის ფარგლებში რეგულარულად იმართება რეგიონული შეხვედრები, რაც ხელს უწყობს ბიზნესებს შორის თანამშრომლობას, ასევე ქართული SaaS ეკოსისტემის გაძლიერებას.

აღსანიშნავია, რომ პლატფორმის არსებობის განმავლობაში არაერთ წარმატებულ პარტნიორობას ჩაეყარა საფუძველი. ინიციატივა მომავალშიც განაგრძობს აქტიურ განვითარებას და კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შესთავაზებს ბიზნესის წარმომადგენლებს.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება