„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი კონგრესმენ სტივ კოენს შეხვდნენ

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მეორე დღეა, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან, სადაც ისინი კონგრესმენებთან და სენატორებთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დელეგაციამ შეხვედრა გამართა კონგრესმენ სტივ კოენთან, საქართველოს დემოკრატიის მტკიცე მხარდამჭერთან და „MEGOBARI აქტის“ ერთ-ერთ წამყვან თანასპონსორთან.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „MEGOBARI აქტს“ ხელს მოაწერს და „ქართული ოცნების“ წევრების, მათ შორის, პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება.

„გარდა კონგრესმენ სტივ კოენთან შეხვედრისა წარმომადგენლობით პალატაში, ჩვენ ასევე დღეს გვაქვს ძალიან ბევრი შეხვედრა სენატში კონგრესის ზედა პალატაში იმისთვის, რომ მაქსიმალური მობილიზაცია მოხდეს და ამას ჩვენ ხელი შევუწყოთ „MEGOBARI აქტის“ მისაღებად უკვე სენატში, რის შემდეგაც „MEGOBARI აქტის“ გადაეცემა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ხელმოსაწერად. ის აუცილებლად მოაწერს და ამით შევა ის ძალაში და ამოქმედდება პერსონალური სანქციები როგორც ივანიშვილზე, ისე მის ხელშემწყობებზე. ნაცვლად იმისა, რომ “MEGOBARI აქტის” იყოს შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მივიღოთ უამრავი სიკეთე, აშშ-ს უწევს პერსონალური სანქციების გამოყენება ივანიშვილის და რუსეთის გავლენების გამავრცელებლებისთვის საქართველოში. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა დავასრულოთ და დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით დავასრულებთ კიდეც და ქვეყანა დაუბრუნდება ნორმალური, პროდასავლური, პროამერიკული, პროევროპული განვითარების გზას და მას შემდეგ, აქ, ყველგან - სენატში, კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში თუ ევროკავშირის ნებისმიერ უწყებაში, საქართველოსთვის ყველა გზა ღია იქნება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ცივილიზებული, წარმატებული თავისუფალი სამყაროს ამაყი და სრულფასოვანი წევრი,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია