15 მაისს, საკონსტიტუციო სასამართლოში, №1802 კონსტიტუციურ სარჩელზე არსებითი განხილვის სხდომა გაიმართება

2025 წლის 15 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1802).

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

„განსახილველ საქმეზე გასაჩივრებული ნორმების თანახმად, 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ იმ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით, რომელთა ჩამონათვალი დგინდება მინისტრის ბრძანებით.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა გაუპატიურების მსხვერპლ ქალებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ აღნიშნული ფაქტი დასტურდება სასამართლოს მიერ საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით. პრაქტიკაში, სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა და საერთო სასამართლოებში განხილვის ვადები, როგორც წესი, აღემატება ორსულობის მთლიან პერიოდსაც კი, რაც ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის გაუპატიურების მსხვერპლი ქალების მიერ, საგამონაკლისო წესის მიხედვით, დადგენილ ვადაში ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ პირის უფლება, თავად მიიღოს საკუთარ ჯანმრთელობასთან, მათ შორის, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან, სხეულთან, ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებასთან ან/და შვილის ყოლის დროსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით (საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) და მე-15 მუხლის პირველი პუნქტით (პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება). მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმები ზღუდავს სქესობრივი ძალადობის შედეგად დაორსულებული ქალის მიერ აბორტის გაკეთების შესაძლებლობას, რის გამოც, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ზემოაღნიშნულ ნორმებს.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 139-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 140-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას