შალვა პაპუაშვილი - ბალტიის ქვეყნებს თუ თავისი შიშები აქვთ, წელში გაიმართონ, შიშს თვალებში ჩახედონ და თავი დაანებონ სხვა ქვეყნების ინსტრუმენტებად გამოყენებას, რათა ის მიუგდონ რუსეთს საჯიჯგნად და გადაატანინონ ყურადღება

ბალტიის ქვეყნებს თუ თავისი შიშები აქვთ, წელში გაიმართონ, შიშს თვალებში ჩახედონ და თავი დაანებონ სხვა ქვეყნების ინსტრუმენტებად გამოყენებას, რათა ის მიუგდონ რუსეთს საჯიჯგნად და გადაატანინონ ყურადღება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბალტიის ქვეყნები მყუდროდ არიან მოკალათებული ნატო-ს ბირთვული ქოლგის ქვეშ, მაინც ეძებენ „პროქსიებს“, რომლებიც მათ აარიდებენ ამ საფრთხეებს.

„ბალტიის პოლიტიკური ელიტის პოზიცია არის ეს. ყველამ უნდა ვიცოდეთ, ბალტიის პოლიტიკურ ელიტას აქვს თავისი გარკვეული ისტორიული შიშები რუსეთთან დაკავშირებით. ნაცვლად იმისა, ამ შიშს თვალებში ჩახედონ, გაიმართონ და იბრძოლონ, ეძებენ „პროქსიებს“, რომლებიც აარიდებს თავიდან მათ იმ რისკებს, რომლის მიმართაც შიშები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მყუდროდ არიან მოკალათებული ნატო-ს ბირთვული ქოლგის ქვეშ, მაინც ეძებენ პროქსიებს, რომლებიც მათ აარიდებენ ამ საფრთხეებს.

ლატვიის დაზვერვის სამსახურის უფროსი ამბობდა, რომ ვიდრე უკრაინაში ომია, მანამდე ლატვიის უსაფრთხოებას არ აქვს რისკი. ზუსტად ამ სერიიდან არის ეს განცხადებაც და ზუსტად ამიტომაც არის ბალტიის ქვეყნების პოლიტიკური ელიტის განსაკუთრებული აგრესია ქართველი ხალხის მიმართ, რადგან ქართველმა ხალხმა თქვა, რომ ჩვენ ჩვენი ომები ნაომარი გვაქვს, ჩვენ თუ საჭიროა საერთაშორისო მშვიდობისთვის, ისეთ ომებშიც მივდივართ. სადაც ისინი გაექცნენ პასუხისმგებლობას ავღანეთში, 50 კაცით რომ იყო წარმოდგენილი თითო ქვეყანა, ჩვენ იქ ათასი ჯარისკაცით ვიყავით წარმოდგენილი. ასე რომ, ჩვენ ჩვენს ომს, როცა საჭიროა, ვიომებთ. მათ თუ თავისი შიშები აქვთ, წელში გაიმართონ, შიშს თვალებში ჩახედონ და თავი დაანებონ სხვა ქვეყნების ინსტრუმენტებად გამოყენებას, რათა ის მიუგდონ რუსეთს საჯიჯგნად და გადაატანინონ ყურადღება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ