შალვა პაპუაშვილი - პაველ ჰერჩინსკის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეებზე თავს დაესხნენ ჟურნალისტს - მას ამაზე არაფერი არ უთქვამს, ამაზრზენია რაც მოხდა და კიდევ უფრო ამაზრზენი რომ რეაგირება არ აქვს

პაველ ჰერჩინსკის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეებზე თავს დაესხნენ „იმედის“ ჟურნალისტს. მას ამაზე არაფერი არ უთქვამს, ამაზრზენია რაც მოხდა და კიდევ უფრო ამაზრზენი რომ რეაგირება არ აქვს, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, „ამაზრზენია“, როდესაც ევროპის დღეების ღონისძიებაზე, ევროკავშირის მოწყობილ ღონისძიებაზე ჟურნალისტს თავს ესხმიან ადამიანები, რომლებიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, კიდევ მეტად ამაზრზენია, როცა ევროკავშირის საელჩოს, ამ ღონისძიების ორგანიზატორს ამაზე რეაგირება არ აქვს, რაც ძალადობის წახალისებაა.

„ძალიან სამწუხაროა, როცა ვხედავთ, რომ პაველ ჰერჩინსკიმ სიამოვნების აღტკინებით მოირგო პროკურორის მანტია, საუბრობს დასანქცირებაზე. ჩანს ის ავი მოლოდინი, რომელიც აქვს და სასიხარულო განწყობით საუბრობს ამაზე. ძალიან სამწუხაროა, რომ ელჩი, რომელსაც აგრემანი მიღებული აქვს, რათა წარმოადგინოს ევროკავშირი, პროკურორის როლს თამაშობს და ქართველი ხალხის, მისი ხელისუფლების ინკვიზიტორივით გვევლინება. პაველ ჰერჩინსკის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეებზე თავს დაესხნენ „იმედის“ ჟურნალისტს. არ ვიცი, დღეს რამე თქვა თუ არა ამაზე, აქამდე არ უთქვამს, მით უმეტეს, დღესაც თუ არ უთქვამს, ეს არის ამაზრზენი. ამაზრზენია, როდესაც ევროპის დღეების ღონისძიებაზე, ევროკავშირის მოწყობილ ღონისძიებაზე ჟურნალისტს თავს ესხმიან ადამიანები, რომლებიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. კიდევ მეტად ამაზრზენია, როცა ევროკავშირის საელჩოს, ამ ღონისძიების ორგანიზატორს ამაზე რეაგირება არ აქვს, რაც თავისთავად არის უკვე წახალისება ძალადობის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე