ადვოკატი - წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები კიდევ უფრო მეტად ადასტურებს იმას, რომ ზვიად ცეცხლაძე წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოა

წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები კიდევ უფრო მეტად ადასტურებს იმას, რომ ზვიად ცეცხლაძე წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოა, - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და მისი ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მოწმეები არ იცნობენ ზვიად ცეცხლაძეს ისევე, როგორც დანარჩენ არცერთ ბრალდებულს და მათ ვერ დაადასტურეს, რომ ამ კონკრეტული პირების მიერ მიიღეს ზიანი.

„დღეს წარმოდგენილმა ყველა დაზარალებულად ცნობილმა პოლიციელმა დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ მათთვის არ არის ცნობილი ვისი მხრიდან მოხდა იმ ნივთის გასროლა, რომელმაც შედეგად გამოიწვია მათი დაზიანება. დასმულ კითხვაზე, ზვიად ცეცხლაძის ბრალად წარდგენილი ქმედების შედეგად, მისი მხრიდან თუ გაკეთდა ორგანიზება, რომ ამ ჯგუფს მიზნად ჰქონდა დასახული სხვა პირების მიმართ ზიანის მიყენების ფაქტი, ადასტურებენ თუ არა, რომ ზვიადისგან დაორგანიზებული ჯგუფისგან მიიღეს დაზიანება, ამ მოწმეებმა განაცხადეს, რომ მათთვის ეს არ არის ცნობილი. ისინი არ იცნობენ ზვიად ცეცხლაძეს ისევე, როგორც დანარჩენ არცერთ ბრალდებულს. მათ ვერ დაადასტურეს, რომ ამ კონკრეტული პირების მიერ მიიღეს ზიანი. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები კიდევ უფრო მეტად ადასტურებს იმას, რომ ზვიად ცეცხლაძე წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოა“, - განაცხადა დავით ჭიკაიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის