ზაზა თავაძე - სხვადასხვა პოლიტიკური  ძალა სრულიად დაუმსახურებლად ჩვენს ბოსტანში ისვრის კენჭებს - ჩვენ ნაბიჯებს გეგმაზომიერად და გააზრებულად ვდგამთ, ყველამ თავის პარტიას მიხედოს

სხვადასხვა პოლიტიკური ძალა სრულიად დაუმსახურებლად ჩვენს ბოსტანში ისვრის კენჭებს, მაგრამ ეს კენჭები ჩვენ ვერ დაგვაზიანებს, - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაზა თავაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კრიტიკას უპასუხა.

ზაზა თავაძის განცხადებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „ნაციონალური მოძრაობის“, „ქართული ოცნების“ ან თუნდაც პარტია „ახალის“ დღის წესრიგით არ იმოქმედებს.

„ჩვენ პოლიტიკურ ძალას ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც სხვა პოლიტიკური სუბიექტი ვერ მიუთითებს, როგორ უნდა მოიქცეს. სხვადასხვა პოლიტიკური ძალა სრულიად დაუმსახურებლად ჩვენს ბოსტანში ისვრის კენჭებს, მაგრამ ეს კენჭები ჩვენ ვერ დაგვაზიანებს იმიტომ, რომ საზოგადოება კარგად ხედავს ყველაფერს. ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს ორივე ძალისთვის, ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ თუ „ქართული ოცნება“, თუ მეორე „ნაციონალური მოძრაობა“, „ახლები“. ჩვენ მათი დღის წესრიგით არ ვმოქმედებთ, ჩვენ ერთადერთი, სადაც გადაკვეთა გვაქვს ეს არის, საქართველოს კვლავ დაბრუნება ევროინტეგრაციის გზაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. სხვა შეხება ჩვენ ამ პოლიტიკურ ძალასთან [„ნაციონალური მოძრაობა“] არ გვექნება. ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ, ვერავინ გვაიძულებს, რომ მათი დირექტივების მიხედვით გადავდგათ ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი. მათი ნებისმიერი განცხადება ჩვენთვის საინტერესო არ არის“, - განაცხადა ზაზა თავაძემ.

რაც შეეხება პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე გირაოს გადახდის საკითხს, ზაზა თავაძის თქმით, ყველას აქვს თავისუფლება გადაიხადოს ან არ გადაიხადოს გირაო.

„მათ აქვთ თავიანთი თავისუფლება გადაიხადონ გირაო ან არ გადაიხადონ გირაო, მივიდნენ ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე და იქ უთხრან ვინ არიან და რასაც აკეთებენ და სხვა. ჩვენ როდესაც ვდგამთ ნაბიჯებს, ამას ვაკეთებთ გეგმაზომიერად, გააზრებულად, თანმიმდევრულად და პოლიტიკური რისკების აწონ-დაწონით. ყველამ თავის პოლიტიკურ ძალას მიხედოს. რაც შეეხება ჩვენკენ კენჭების სროლას, ჩვენ გვექნება ის რეაქცია, რა რეაქციაც აქამდე გვქონდა, მათ ვამხელთ, ძალიან კარგად ავუხსნით იმას, რომ ბევრჯერ დაუშვეს შეცდომა, როდესაც ჩვენთან მიმართებაში ჰქონდათ რაღაც პრეტენზიები და მერე აღმოჩნდა, რომ ისე იყო, როგორც ჩვენ ვამბობდით. ამას ხედავს ჩვენი ამომრჩეველი“, - განაცხადა ზაზა თავაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება