სალომე ზურაბიშვილი - თავდასხმები გერმანიაზე, ევროკავშირის ელჩსა და სხვაზე, სრულიად მიუღებელია - ეს კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს იზოლაციას, რომელიც როგორ ჩანს, ამ ხელისუფლების მიზანია

თავდასხმები გერმანიაზე, ევროკავშირის ელჩსა და სხვაზე, სრულიად მიუღებელია. ეს კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს იზოლაციას, რომელიც როგორ ჩანს, ამ ხელისუფლების მიზანია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „წინააღმდეგობის პლატფორმა“ გამოხატავს შეშფოთებას, როდესაც საქმე ეხება იმ რიტორიკას, რაც გამოყენებულია „ქართული ოცნების“ მიერ პარტნიორების მიმართ, პირველ რიგში, გერმანიის მიმართ.

„დღეს მოვისმინეთ ძალიან მკაცრი რეაქცია ახალი გერმანული ადმინისტრაციისგან, იმის შესახებ, თუ როგორ უყურებენ იმას, რომ თავიანთი ელჩი, რომელიც წარმოადგენს გერმანიის პოლიტიკას ამ ქვეყანაში, შეურაცხყოფილი იქნა ამ ხელისუფლების მიერ. ეს თავდასხმები გერმანიაზე, უშუალოდ როგორც ქვეყანასა და მის წარმომადგენელზე, თავდასხმები ევროკავშირის ელჩზე და სხვა, სრულიად მიუღებელია. ეს კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს იზოლაციას, რომელიც როგორ ჩანს ამ ხელისუფლების მიზანია“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

გარდა ამისა, მან საქართველოს ყოფილი გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეზეც ისაუბრა.

„მეორე თემა არის ფარცხალაძის, რომელიც იყო და იდგა 9 მაისს პუტინის გვერდში. მხოლოდ ეს არ არის, ეს იყო საქართველოს გენპროკურორი, ადამიანი, რომლის ხელში გადიოდა ყველა ინფორმაცია. ჩვენი უსაფრთხოებისთვის ეს ძალიან პრობლემაა. ეს არის ადამიანი, რომელსაც იცავდა ივანიშვილი. მასზე თქვა: „მე ოთარს ვიცნობდი, კაცური და ვაჟკაცი კაცია, რატომ უნდა დავსაჯო, ამ კაცს დასაჭერი არაფერი აქვს“. მას შემდეგ, რაც რომანოვი გახდა, შესაძლოა, დასაჭერი გახდეს. ჩვენი უსაფრთხოების საკითხები, ის, რომ ეს კაცი შემოდის საქართველოში და გადის, ამ ურთიერთობაშია ოკუპანტი რეჟიმის ლიდერებთან, ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის“,-აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ