სალომე ზურაბიშვილი - დაიწყო ახალი ტალღა, რომელიც პოლიტიკოსებს ეხებათ, დროებითი საგამოძიებო კომისია სწორედ ამისთვის შეიქმნა, რომ საშუალება მიეცეთ, პოლიტიკოსები დააჯარიმონ ან დაიჭირონ - ეს რეპრესიების ფორმაა

დაიწყო და გრძელდება ახალი ტალღა, რომელიც პოლიტიკოსებს ეხებათ, დროებითი საგამოძიებო კომისია ამისთვის შეიქმნა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადების გამო პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს.

ზურაბიშვილის მტკიცებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის მიზანია, რომ პოლიტიკოსები „დააჯარიმონ ან დაიჭირონ“.

„დაიწყო და გრძელდება ახალი ტალღა, რომელიც პოლიტიკოსებს ეხებათ, დროებითი საგამოძიებო კომისია ამისთვის შეიქმნა. არავინ არ დაიჯეროს, რომ ეს კომისია იმისთვის შეიქმნა, რომ რაღაც სიმართლე, რომელიც 12 თუ მეტი წლის განმავლობაში არ დადგინდა, ახლა დადგინდეს. კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ პოლიტიკოსები დაიბარონ, ის პოლიტიკოსები არ მივიდნენ, (რაც გასაგებია, რატომ არ უნდა მივიდნენ, იმიტომ, რომ არალეგიტიმურია პარლამენტი და მაშასადამე, კომისიაც) და მერე მათ საშუალება მიეცეთ, ისინი დააჯარიმონ, თუ დაიჭირონ. ეს ტალღა დაიწყო და მიმდინარეობს. ეს არის ახალი რეპრესიების ერთ-ერთი ფორმა”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის მიერ დიპლომატიურ სამსახურში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის დამტკიცებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახალი კანონი ემსახურება „ქართული ოცნების“ ტოტალურ კონტროლს დიპლომატებზე“.

„დიპლომატიური სამსახურის ზოგიერთ მეთაურს პარლამენტში სამარცხვინო სხდომა და გამოსვლები [ჰქონდა], რომლებმაც ახალი კანონი წარადგინეს, რომელიც რეალურად დიპლომატებზე, ჩვენს ელჩებზე საზღვარგარეთ, „ქართული ოცნების” ტოტალურ კონტროლს აწესებს. კერძოდ, თუ მათ ჩვენს საგარეო კურსს გადაუხვიეს, შეუძლიათ, ნებისმიერ დროს როტაციის მიუხედავად, მოხსნან.

ალბათ, საჭიროა, რომ დღეს ყველა მოხსნან, რადგან დღეს, ყველას გადახვეული აქვს იმ კურსისთვის, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაში ასახულია. ეს კონსტიტუცია ჯერ შეცვლილი არ არის და ყველა არაკონსტიტუციურად იქცევა, ვინც მიჰყვება „ქართული ოცნების” ინსტრუქციებს სხვადასხვა დედაქალაქში, სადაც ისინი წარმოდგენილები არიან”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე