ირაკლი კობახიძე - ჯო უილსონი თავისი ნატურით ძალიან წააგავს „ცეკას“ მდივანს, რასა იუკნევიჩიენეც არის საბჭოური მიდგომების გამხმოვანებელი - აბსოლუტურად ერთნაირი ტიპაჟები არიან, ამ ადამიანებისგან პირდაპირ გამოსჭვივის „ცეკას“ სულისკვეთება

რომ შევხედოთ ჯო უილსონს, ისიც ძალიან წააგავს თავისი ნატურით „ცეკას“ მდივანს. ჩვეულებრივი საბჭოური მიდგომებია, რაც არ შეშვენის ამერიკის შეერთებულ შტატებს, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ამერიკელი და ევროპელი პარლამენტარები, მათ შორის ჯო უილსონი პორტუგალიას მოუწოდებენ, არ დაუშვან “ქართული ოცნების” წარმომადგენლების ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა, რომელიც პორტოში, ივნისის ბოლოს გაიხსნება.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, პირველ რიგში, თვითონ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ევროპისთვის არის მნიშვნელოვანი საბჭოური დამოკიდებულების ნაცვლად ჯანსაღი დამოკიდებულებები დამკვიდრდეს.

„რომ შევხედოთ ჯო უილსონს, ისიც ძალიან წააგავს თავისი ნატურით „ცეკას“ მდივანს. ჩვეულებრივი საბჭოური მიდგომებია, რაც არ შეშვენის ამერიკის შეერთებულ შტატებს, არ შეშვენის ევროპას. ჩვენ სხვანაირ ევროპას ვიცნობდით ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს. სხვანაირ ამერიკის შეერთებულ შტატებს ვიცნობდით და არა ისეთს, როგორსაც ჯო უილსონი განასახიერებს. იმედია, ეს ყველაფერი შეიცვლება. პირველ რიგში, თვითონ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ევროპისთვის არის მნიშვნელოვანი ასეთი საბჭოური დამოკიდებულების ნაცვლად ჯანსაღი დამოკიდებულებები დამკვიდრდეს“, - აღნიშნა კობახიძემ.

ის ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჯო უილსონი და რასა აბსოლუტურად ერთნაირი ტიპაჟია - პირდაპირ გამოსჭვივის „ცეკას“ სულისკვეთება“.

„რა თქმა უნდა, რასაც არის ამ საბჭოური მიდგომების ერთ-ერთი გამხმოვანებელი. აქაც იგივე ტიპაჟია - ჯო უილსონი და რასა აბსოლუტურად ერთნაირი ტიპაჟია. პირდაპირ გამოსჭვივის „ცეკას“ სულისკვეთება ამ ადამიანებისგან. პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას წარმოადგენს ქალბატონი რასა და როგორ ჩანს, ვერ გამოვიდა საკუთარი საბჭოთა გამოცდილებიდან, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ გვჭირდება სამართლიანი და ჯანსაღი მიდგომა, რასაც ვერ ვხედავთ ასეთი ადამიანების მხრიდან. ის ნამდვილად არის დიქტატორ სააკაშვილის მეგობარი, ის მეგობრობდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სააკაშვილი რეჟიმის ხელმძღვანელი იყო დღემდე აგრძელებს ამ მეგობრობას“, - აღნიშნა კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა