ირაკლი კობახიძე - საკადრო ცვლილებები არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა, რაც მხოლოდ ჩვენი რესურსების გაძლიერებას იწვევს - 64-ვე მუნიციპალიტეტში აუცილებლად მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს

საკადრო ცვლილებები არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა, ასეთი რამ მომხდარა წარსულშიც და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი რესურსების გაძლიერებას იწვევს ხოლმე ასეთი ცვლილებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

პრემიერის თქმით, როტაცია არის აბსოლუტურად ნორმალური და ჯანსაღი მოვლენა.

„როტაცია არის აბსოლუტურად ნორმალური, ჯანსაღი მოვლენა. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო თორნიკე რიჟვაძეს იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ის ახორციელებდა ბევრი წლის განმავლობაში როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარებისთვის, ისე ჩვენი პარტიული ამოცანების მისაღწევად. მას დიდი წვლილი მიუძღვის ამ ყველაფერში და მას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.

ჩვენ ვემზადებით მათ შორის, არჩევნებისთვის და ამ კუთხით ბუნებრივია, გვაქვს სერიოზული სამზადისი, რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა. ასეთი რამ მომხდარა წარსულშიც და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი რესურსების გაძლიერებას იწვევს ხოლმე ასეთი ცვლილებები. მერებმა მიიღეს გადადგომის გადაწყვეტილება. ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ არის მოახლოებული არჩევნები და შესაძლოა ამ დროს მათ ჩათვალეს ყველაზე მიზანშეწონილად ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ ამას გაგებით ვეკიდებით და მზად ვართ ყველა მუნიციპალიტეტში. ვემზადებით აქტიურად არჩევნებისთვის და 64-ვე მუნიციპალიტეტში და აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში აუცილებლად მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს“, - განაცხადა პრემიერმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ