ირაკლი კობახიძე - ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მაქსიმალურად გამოვიყენებთ არაფორმალურ ფორმატებს იმისათვის, რომ შესაბამის ლიდერებს ვესაუბროთ საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მაქსიმალურად გამოვიყენებთ არაფორმალურ ფორმატებს იმისათვის, რომ შესაბამის ლიდერებს ვესაუბროთ საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასეთი ვიზიტები გამოიყენება პარტნიორებთან ეროვნულ და საკვანძო სახელმწიფოებრივ საკითხებზე მსჯელობისთვის.

„ჩვენ ყოველ ჯერზე ასეთ ვიზიტებს ვიყენებთ იმისათვის, რომ ვესაუბროთ ჩვენს ეროვნულ საკითხებზე საკვანძო, სახელმწიფოებრივ საკითხებზე ჩვენს პარტნიორებს, არის ერთდღიანი ფორმატი, სადაც მრგვალი მაგიდის რეჟიმში მექნება გზავნილების გაჟღერების საშუალება და მაქსიმალურად გამოვიყენებთ არაფორმალურ ფორმატებს იმისათვის, რომ შესაბამის ლიდერებს ვესაუბროთ საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა