ირაკლი კობახიძე - არის არასწორი პრაქტიკა, როდესაც ელჩები და საელჩოები პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ არიან ჩართული! ეს ელჩისა და საელჩოების საქმე არ არის!

არის არასწორი პრაქტიკა, როდესაც ელჩები და საელჩოები პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ არიან ჩართული! ეს ელჩისა და საელჩოების საქმე არ არის! - როდესაც არჩევნების წინ ევროკავშირის ელჩი გამოდის და ამბობს, რომ ხელისუფლებაში სისხლიანი პოლიტიკოსები და აგენტურა უნდა დააბრუნონ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ტრაგიკული მოვლენაა, - ამის შესახებ მედიასთან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ არსებობს ვენის კონვენცია, რომელიც დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას უკრძალავს.

კობახიძის თქმით, “ამის საპირისპიროდ ევროკავშირის ელჩი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოვიდა და ამომრჩეველს რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

“ეს პირდაპირი მოწოდება იყო. მან პირდაპირ აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების“ პოლიტიკა იყო ცუდი და ამ პოლიტიკის შესაცვლელად საარჩევნო უბნებზე უნდა გასულიყვნენ. ევროკავშირის ელჩმა პირდაპირი პოლიტიკური, საარჩევნო მოწოდებაც კი გააკეთა, რაც არის ვენის კონვენციის ძალიან უხეში დარღვევა.

ეს ჩვენ არჩევნების მოგების კუთხით პრობლემებს არ გვიქმნის. ჩვენ მოვუგეთ ყველას, მათ შორის ევროკავშირის ელჩს და ოთხივე რადიკალურ ოპოზიციურ პარტიას, პრობლემა სხვა რამეშია - არ შეიძლება, ასეთი მასშტაბით მოხდეს ქართული საზოგადოების თვალში ევროკავშირის სტრუქტურების დისკრედიტაცია. ქართველმა ხალხმა დაინახა არჩევნებამდე და ხედავს ახლაც, რომ ევროპელი ბიუროკრატები, 2012 წლიდან მოყოლებული, ასევე ამერიკელი ბიუროკრატები, ცდილობენ, ხელისუფლებაში დააბრუნონ სისხლიანი პოლიტიკური ძალა, აგენტურა - საუბარია კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“.

თქვენ, ალბათ, საგამოძიებო კომისიის მუშაობას აკვირდებით - ჩვეულებრივ სადისტებზეა საუბარი. რატომ უნდა ევროპულ ბიუროკრატიას, რატომ უნდოდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციას ქვეყანაში სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლების დაბრუნება? ამაზე საზოგადოება, რა თქმა უნდა, მსჯელობს და ეს იწვევს მათ თვალში ევროპული ბიუროკრატიის დისკრედიტაციას და აქამდე ასევე იწვევდა ამერიკული ბიუროკრატიის დისკრედიტაციას.

როდესაც ევროკავშირის ელჩი არჩევნების წინ გამოდის და ხალხს ეუბნება, რომ სისხლიანი პოლიტიკოსები, აგენტურა უნდა დააბრუნონ ხელისუფლებაში, ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა