რევაზ კიკნაძის ადვოკატი მოსამართლეს - თქვენ არც ერთ ჩემს შუამდგომლობას არ აკმაყოფილებთ, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოსთვის დარღვევებს გიგროვებთ

თქვენ არც ერთ ჩემს შუამდგომლობას არ აკმაყოფილებთ, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოსთვის დარღვევებს გიგროვებთ, - ამ სიტყვებით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ რევაზ კიკნაძის ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს მიმართა.

ადვოკატმა სასამართლოში შუამდგომლობა დააყენა მოწმე პოლიციელის ილია ბუიღლიშვილის მობილური ტელეფონიდან ინფორმაციის, კერძოდ კი, თავად სამართალდამცავის მიერ მითითებული ფოტოსურათის გამოთხოვასთან დაკავშირებით.

ავსაჯანიშვილის თქმით, პოლიციელის ჩვენებით დგინდება, რომ მის ტელეფონში ინახება ფოტოსურათი და ინფორმაცია, რომელიც საქმესთან შემხებლობაშია, რაც გამოთხოვილი უნდა იყოს.

საუბარია, დაზარალებულის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, მას მობილურ ტელეფონში აქვს ფოტოსურათი, რომელიც აქციაზე მიღებულ მის დაზიანებებს ასახავდა.

პროკურორები ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ არგუმენტით, რომ ის დაუსაბუთებელია.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია