გიორგი ბოტკოველი - მინდა, ივანიშვილის რეჟიმს გადავცე, ოპოზიცია აუცილებლად მოახერხებს, რომ ერთობლივი პლატფორმა შეიქმნას, რომელიც მის რუსულ რეჟიმს დაამარცხებს

მინდა, ივანიშვილის რეჟიმს გადავცე, ოპოზიცია აუცილებლად მოახერხებს, რომ ერთობლივი პლატფორმა შეიქმნას, რომელიც მის რუსულ რეჟიმს დაამარცხებს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია მკაფიოა, რომ არ აპირებს მასში მონაწილეობას.

„ნებისმიერი პოლიტიკური პარტია უნდა ხედავდეს, რეალურად, რას ფიქრობს ქართველი ხალხი და რა პოზიცია გააჩნია ქართველ ხალხს ამ მრავალთვიანი პროტესტის დროს, იმის შემდეგ, თუ როგორი არჩევნები ჩაატარა ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულმა ხელისუფლებამ გასულ წელს. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ჩვენ მკაფიო განცხადება გვაქვს გაკეთებული -იმ პირობებში, სანამ ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, სანამ ქვეყანაში არსებობს ის ცესკო, რომელმაც ჩაატარა ე.წ. არჩევნები, როდესაც ქვეყანაში არსებობს ის საარჩევნო-საკანონმდებლო ბაზა, რომლითაც ფაქტობრივად, პირდაპირ ზეწოლა მიმდინარეობს ადამიანებზე, რომ მათ საკუთარი ნება ვერ გამოხატონ, ამ პროცესში რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ არ მონაწილეობს“, -განაცხადა ბოტკოველმა.

როგორც ის აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთობის მიღწევის საკითხზე ყველას ესაუბრება და ყველა პლატფორმაში მონაწილეობს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გამარჯვების გეგმა. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მთავარი გეგმა, რომ მოუსმინოს ქართველ ხალხს და მათი ნების შესაბამისად იმოქმედოს. მთავარი არის გამარჯვების პლატფორმა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში შეიქმნება. ის დისკუსიები, რომელიც მიმდინარეობს, დარწმუნებული ვარ, ერთ საერთო პლატფორმად გარდაიქმნება, რომელიც ივანიშვილის რუსულ რეჟიმს დაამარცხებს“, - განაცხადა ბოტკოველმა.

გარდა ამისა, ბოტკოველი გამოეხმაურა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გამოწვევას და განაცხადა, რომ ივანიშვილს საერთაშორისო ასპარეზზე ქართული სახელმწიფოს წარმოჩენა არ აწყობს და მისი მიზანი ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან ქართული სახელმწიფოს უგულებელყოფაა.

„ფაქტია, დღეს ქვეყანაში ისეთი რეალობაა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, იქნება ეს საერთაშორისო დონეზე თუ ქვეყანაში, ერთადერთი ადამიანის ინტერესებს ემსახურება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. ოდნავ ბუნდოვანი იყო გუშინდელი განცხადებები, რასაც ვუსმენდით, უფრო მკაფიოდ და გასაგებად ნათქვამი, ხალხისთვის უკეთესი იქნებოდა. მთავარი არის ერთი რამ - დღეს ივანიშვილს არ აწყობს არცერთ საერთაშორისო ასპარეზზე ქართული სახელმწიფოს წარმოჩენა. მისი მიზანია ქართული სახელმწიფოს უგულებელყოფა ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან, რათა მან აქ უფრო მეტად დაამყაროს ავტორიტარული რეჟიმი და მართოს ქვეყანა იმ ოლიგარქიული სისტემით, რომლითაც მმართველობა დაიწყო“,-განაცხადა ბოტკოველმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში