ზურა ჯაფარიძე - სასამართლოში იყრის თავს მთელი ბოროტება - აქ ყველაზე კარგად ჩანს, სად ცხოვრობ

ასეთი რეჟიმის პირობებში, სასამართლოში იყრის თავს მთელი ბოროტება. ჩემი აზრით, ამის ყოველდღე ნახვა არის მნიშვნელოვანი ნებისმიერი მოქალაქისთვის. აუცილებელი არ არის პოლიტიკოსი გერქვას, რათა სინამდვილეში ნახო, სად ცხოვრობ, ყველაზე კარგად ეს აქ ჩანს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა-გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ზურა ჯაფარიძის თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანი დააკვირდეს, რა ხდება სასამართლოში.

„ამ ხალხის თანადგომა, ვინც ახლა, ტყვეობაში ჰყავს რეჟიმს, არის მინიმუმის მინიმუმი, რომელიც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს იმ რეალობაში, როგორშიც ჩვენ ვართ. ის, რომ ამ სასამართლოდან რამე ოპტიმისტურის მოლოდინი, ცხადია, არ გვაქვს, მაგრამ ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ დააკვირდე, რა ხდება აქ. სასამართლო არის ის ადგილი, სადაც წესით, ნორმალურ ქვეყანაში უნდა ირკვეოდეს ტყუილი და სიმართლე. აქ იყრის თავს ასეთი რეჟიმის პირობებში მთელი ბოროტება და ჩემი აზრით, ამის ყოველდღე ნახვა არის მნიშვნელოვანი ნებისმიერი მოქალაქისთვის, აუცილებელი არ არის პოლიტიკოსი გერქვას, ნახო სინამდვილეში, სად ცხოვრობ, ყველაზე კარგად ეს, აქ ჩანს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, ზურა ჯაფარიძემ ისაუბრა მესამე სექტორისა და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით პაატა ბურჭულაძესთან მიმდინარე შეხვედრებზე.

„ჩემი აზრით, ეს შეკრებები არის ძალიან კარგი, ბევრი ადამიანი იღებს მონაწილეობას, ეს რაოდენობა იზრდება, სულ უფრო მეტი ადამიანი მოდის და ბევრი იდეა ჟღერდება, მათ შორის ერთ-ერთი იდეა, რომელიც თავიდან განიხილებოდა და ახლა ისევ დაბრუნდა და განიხილება, არის ის, რომ საბოლოო ჯამში, არჩევნები ჩავატაროთ, რაც არის განხილვის სტადიაში. ამ იდეის გარდა, კიდევ სხვა იდეებიც არსებობს. მთავარი არსი არის ის, რომ საერთო კამპანია იყოს, რომელიც გააერთიანებს ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს რეჟიმის წინააღმდეგ არის და საბოლოო ჯამში, ამ ადამიანებს ერთად მოუყაროს თავი და მერე, ამ ერთად თავმოყრილმა ადამიანებმა რაღაც გააკეთონ. ერთ-ერთი ვერსია, რაც შეიძლება იყოს არის ეს, რომ კი, არჩევნები ჩავატაროთ ჩვენ და სინამდვილეში ვაჩვენოთ, საით არის უმრავლესობა, თუმცა, სხვა იდეებიც განიხილება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს