სალომე სამადაშვილი - ევროპული გაერთიანების სამიტზე კობახიძის მიწვევა არ ნიშნავს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაცია ვინმემ აღიარა - ველოდები, რომ კობახიძეს არანაირი სერიოზული შეხვედრა არ ექნება და მხოლოდ ფორმალურად მიიღებს მონაწილეობას

ამ შეკრებაზე [ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი] მიწვევა არ ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაცია ვინმემ აღიარა - ველოდები, რომ კობახიძეს არანაირი სერიოზული შეხვედრა არ ექნება და მხოლოდ ფორმალურად მიიღებს მონაწილეობას ამ შეკრებაში - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ალბანეთში დაგეგმილ ევროპული გაერთიანების სამიტზე მიწვევასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისივე თქმით, ამ შეკრებაზე იწვევენ ევროპის კონტინენტზე განლაგებული ყველა შესაბამისი სახელმწიფოს წარმომადგენლებს, მიუხედავად იმისა, ამ სახელმწიფოებს დემოკრატიული წყობა აქვთ თუ არა.

„ევროპის პოლიტიკური გაერთიანება შეიქმნა ცოტა ხნის წინ, როგორც ისეთი გაერთიანება, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა ევროპას, ევროპის კონტინენტზე განლაგებული ყველა შესაბამისი სახელმწიფოს წარმომადგენლები შეკრებილიყვნენ ერთ ფორმატში, მიუხედავად იმისა, ამ სახელმწიფოებს დემოკრატიული წყობა ექნებოდათ თუ არა. ამ შეკრებაზე მიწვევა არ ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაცია ვინმემ აღიარა. ეს არის ფაქტის აღიარება, დღეს დე-ფაქტოდ ჩვენს ქვეყანას სწორედ ეს პოლიტიკური ძალა მართავს. ძალიან საინტერესო იქნება რაიმე ორმხრივი შეხვედრები თუ ექნება კობახიძეს ამ ფორმატში. მე ველოდები, რომ კობახიძეს არანაირი სერიოზული შეხვედრა არ ექნება და მხოლოდ ფორმალურად მიიღებს მონაწილეობას ამ შეკრებაში“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, მან ასევე ისაუბრა რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობის შესაძლო გაღრმავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზეც. როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, სწორედ ვაჭრობის თემის საფარქვეშ ცდილობს რუსეთი მორიგი დავალებები გასცეს რეჟიმზე.

„ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ ივანიშვილის განცხადებამ არჩევნებამდე ნათელი გახადა რა არის შემდეგი დავალება, რომელიც რუსეთს ამ რეჟიმისთვის აქვს მიცემული. ეს არის არ აღიარების პოლიტიკის ჩამოშლა, მისი სამართლებრივი საფუძვლის. მას შემდეგ, რაც რუსული სპეცოპერაციით არჩევნები მიიტაცეს, გააუქმეს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და ახლა სრული სვლით მიდის საქართველოს იზოლაცია დასავლეთიდან, მათ შორის, შესაძლოა უვიზო მიმოსვლის გაუქმება, ამ თვალსაზრისით, შემდგომი ამოცანა უკვე იქნება არაღიარების პოლიტიკის ჩამოშლა. ოკუპირებულ ტერიტორიებთან სატრანსპორტო კავშირების აღდგენა და ამ სატრანზიტო შესაძლებლობების გახსნა, რუსეთისთვის შესაბამისი შესაძლებლობების მინიჭება, არის როგორც ჩანს, შემდგომი ნაბიჯი. სწორედ ვაჭრობის თემის საფარქვეშ რუსეთი დღეს ცდილობს მორიგი დავალებები გასცეს რეჟიმზე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დაიწყოს არაღიარების პოლიტიკის ჩამოშლა და შემდეგი დავალება იქნება აღიარების ხელშეწყობა. აქეთკენ მიდის დღეს ყველა ნაბიჯი, რომელსაც რუსეთი ბიძინა ივანიშვილის ხელით ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა სამადაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო