მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, მისი მხარდამჭერები აქციას მართავენ - შენობასთან ხმაურის გამო მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, ამაღლობელის მხარდამჭერები არიან შეკრებილები.

აქციაზე ისმის შეძახილები „თავისუფლება მზია ამაღლობელს”.

აღნიშნულის პარალელურად, მოსამართლემ სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ შენობასთან არსებული ხმაური პროცესის ჩატარებას ხელს უშლის. მან ამ მიზეზით სხდომაზე შესვენება გამოაცხადა და თქვა, რომ პროცესი აქციის დასრულების შემდეგ განახლდება.

რაც შეეხება აქციას, ამაღლობელის მხარდამჭერები მოსამართლეს მიმართავენ, რომ ის „არსებული რეჟიმის შეცვლის შემდეგ ამაღლობელის პატიმრობის გამო პასუხს აგებს“.

„ირაკლი დგებუაძეს არ მიუღია არანაირი დაზიანება, ეს თქვა ექსპერტმა. შეგრცხვეთ, მოსამართლევ, თქვენი გადაწყვეტილების გამო არის მზია ციხეში! ვითხოვთ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი. მოსამართლე! იცოდეთ, რომ რეჟიმი როცა შეიცვლება, უკანონო პატიმრობაზე მოგეთხოვებათ პასუხი“, - აცხადებს ერთ-ერთი მხარდამჭერი.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელის დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით სამედიცინო ექსპერტი გივი ჩხარტიშვილი გამოიკითხა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის