ირაკლი კობახიძე - თვის ბოლოს გიორგი გახარია აპირებს გამოცხადებას, რომ მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში

ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, რომ თვის ბოლოს გიორგი გახარია აპირებს გამოცხადებას, რომ მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ საინტერესო არ არის, მიღებს თუ არა „გახარია საქართველოსთვის“ არჩევნებში მონაწილეობას, რადგან „რადიკალური ოპოზიციური სპექტრი განწირულია მარცხისათვის“.

„გიორგი გახარიას ეშინია ბულინგის სხვა პარტიების მხრიდან და ამას ემსახურება მისი პოსტები. ჩვენთვის საინტერესო არ არის, შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა, შეუძლიათ არ მიიღონ, ასეც და ისეც, მთლიანად ეს რადიკალური ოპოზიციური სპექტრი განწირულია მარცხისათვის. 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა