დონალდ ტრამპი - ზელენსკი მსოფლიოში საუკეთესო ვაჭარია, ჩემზე უკეთესიც კი

ზელენსკი მსოფლიოში საუკეთესო ვაჭარია, ჩემზე უკეთესიც კი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, წარმოადგენს თუ არა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად მთავარ დაბრკოლებას ვლადიმერ პუტინი, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „რუსეთის პრეზიდენტი, ამ ყველაფრით დაღლილია“.

„ვფიქრობ, პუტინი ამ ყველაფრით დაღლილია. მე ზელენსკისთან რთული შეხვედრები მქონდა, რადგან არ მომეწონა რაც მან თქვა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მას კარტები არ აქვს და ეს ნამდვილად ასეა. ვფიქრობ, ზელენსკი მსოფლიოში საუკეთესო ვაჭარია. ჩემზე ბევრად უკეთესიც კი. ის ვაშინგტონში ჩამოდის და ყოველ ჯერზე 100 მილიონი დოლარით უკან მიდის. ახლა მისი შესაძლებლობები ასეთი აღარ არის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება სურს.

„ახლა მისი მდგომარეობა კარგად არ გამოიყურება. ეს ყველაფერი ერთ კვირაში უნდა დასრულებულიყო. ტანკებთან ერთად ტალახში რომ არ ჩაფლულიყო, ისინი ხუთ საათში კიევში იქნებოდნენ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ომის დასრულება მხოლოდ მას შეუძლია.

„ჩემ გარეშე შეხვედრა ვერ შედგება, რადგან ჩემ გარეშე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვფიქრობ, ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა