„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, სირიის ახალი მთავრობისადმი კონგრესმენ ჯო უილსონის მოწოდება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვაა

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, სირიის ახალი მთავრობისადმი კონგრესმენ ჯო უილსონის მოწოდება, რომ ასადის რეჟიმის არასწორი გადაწყვეტილება გააუქმოს და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებად აღიაროს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვაა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესმენ ჯო უილსონთან, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარესთან და „MEGOBARI აქტის“ ავტორთან შეხვედრისას, „ერთიანი - ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციამ სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაღიარების შესახებ საკითხი მწვავედ დააყენა.

მათი ინფორმაციით, დელეგაციის წევრებმა, ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ 2018 წელს ასადის რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს აღიარებს, საქართველოს სუვერენიტეტს მნიშვნელოვნად აზიანებს, რომელიც ასევე საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

„შეხვედრის საპასუხოდ, კონგრესმენმა უილსონმა ღია განცხადება გააკეთა და მოუწოდა სირიის ახალ მთავრობას, გააუქმოს ასადის რეჟიმის მიერ მიღებული ცდომილი გადაწყვეტილება. როგორც უილსონმა სოციალურ მედიაში დაწერა - „ეს უბრალო ნაბიჯი სირიის ახალი გზისადმი ღრმა ძალასა და ერთგულებას დაადასტურებს“. ენმ-მა კონგრესმენის განცხადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვად მიიჩნია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა