ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის ტაძარში პარაკლისი აღევლინება

ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი მიმდინარეობს, რომელსაც მეუფე შიო აღავლენს.

პარაკლისს ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე, მიხეილ ყაველაშვილი და როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

პარალელურად, რუსთაველის გამზირზე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალქეები იკრიბებიან.

პარაკლისის დასრულების შემდეგ მოქალაქეები სამების ტაძრისკენ საზეიმო მსვლელობას მოაწყობენ.

ცნობისთვის, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს გამოაცხადა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება