შალვა პაპუაშვილი - დღეს ნათლად ვხედავთ, რას ვებრძვით და რისთვის ვიღვწით - ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხალხი, არასდროს გახდება გამოგონილი იდეოლოგიების მსხვერპლი, რომლის ქადაგებასაც ცდილობდნენ და მომავალშიც შეეცდებიან

17 მაისი, ჩვენს უახლეს ისტორიაში, ქცეული იყო დაყოფის, შუღლის გაღვივების და ერის გახლეჩის დღედ, რომლისთვისაც ნავთის მისხმა არ ეზარებოდა არაერთ გარე თუ შიდა ავანტიურისტს - დღეს ნათლად ვხედავთ თუ რას ვებრძვით, რისთვის ვიღვწით და რა გვსურს ჩვენი აწმყოსა და მომავლისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით “ფეისბუქზე” წერს.

მისი თქმით, საქართველო არასდროს გახდება გამოგონილი იდეოლოგიების მსხვერპლი, „რომლის ქადაგებასაც ცდილობდნენ და მომავალშიც შეეცდებიან“.

„ეშმაკი ყოფს, ღმერთი კი ამთლიანებს. 17 მაისი, ჩვენს უახლეს ისტორიაში, ქცეული იყო დაყოფის, შუღლის გაღვივების და ერის გახლეჩის დღედ, რომლისთვისაც ნავთის მისხმა არ ეზარებოდა არაერთ გარე თუ შიდა ავანტიურისტს.

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ერის ერთსულოვნებით ეს დღე იქცა ერის მთლიანობის, მისი უმთავრესი ფასეულობების, სიწმინდის, ღირსების, ოჯახის, შვილების, სიყვარულისა და ერთობის დღედ.

დღევანდელ დღეს ნათლად ვხედავთ თუ რას ვებრძვით, რისთვის ვიღვწით და რა გვსურს ჩვენი აწმყოსა და მომავლისთვის. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხალხი, არასდროს გახდება გამოგონილი იდეოლოგიების მსხვერპლი, რომლის ქადაგებასაც ცდილობდნენ და მომავალშიც შეეცდებიან.

ყველას გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს!“,- წერს პაპუაშვილი.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ