შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ვდგავართ გზაზე, რომელიც არის არა ამწუთიერი, ხელოვნური, თავს მოხვეული, არამედ მარადიული - ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია

ჩვენ ვდგავართ გზაზე, რომელიც არის არა ამ წუთიერი, ხელოვნური, თავს მოხვეული, არამედ მარადიული - ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე ამავე დროს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი იდგება საკუთარ ღირებულებებზე.

„ყველას ვულოცავ ოჯახის სიწმინდის დღეს. აქ ჩანს, რა არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენ ვდგავართ გზაზე, რომელიც არის არა ამწუთიერი, ხელოვნური, თავს მოხვეული, არამედ არის მარადიული. ეს არის ამავე დროს შეხსენება ყველასთვის, შინ და გარეთ, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე