ბათუმში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღნიშნეს

ბათუმში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღნიშნეს.

მოქალაქეები ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ და საზეიმო მსვლელობა გამართეს.

მსვლელობის მონაწილეებმა ბათუმის განმათავისუფლებელ მემორიალთან გადაინაცვლეს, სადაც პარაკლისი აღევლინა.

მსვლელობას აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გამოაცხადა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!