პაატა მანჯგალაძე - რეჟიმს მორალური უფლება არ აქვს, ილაპარაკოს რამის და ვინმეს დაცვაზე, როცა რეალურად მათი ხელისუფლებაში ყოფნის  ყოველი დღე არის მეტი დაუცველობა, სიღარიბე და ხალხის ძარცვა

რეჟიმს არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ილაპარაკოს რამის და ვინმეს დაცვაზე, როცა რეალურად მათი ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე არის მეტი დაუცველობა, მეტი სიღარიბე და ხალხის მეტი ძარცვა,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „რეჟიმის პოლიტიკით მილიონზე მეტმა ქართველმა დატოვა ქვეყანა“.

"რეჟიმს, რომლის პოლიტიკით მილიონზე მეტმა ქართველმა დატოვა ქვეყანა, რომლის პირობებში დედები ტოვებენ შვილებს და მიდიან ემიგრაციაში, რომლის პირობებშიც საქართველოში ყოველდღე უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება – არანაირი მორალური უფლება არ აქვთ ილაპარაკონ რამის და ვინმეს დაცვაზე. რეალურად, მათი ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე არის მეტი დაუცველობა, მეტი სიღარიბე და ხალხის მეტი ძარცვა", - აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს