ეგზიტპოლის თანახმად, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ცენტრისტი ნიკუსორ დენი ლიდერობს

ეგზიტპოლის თანახმად, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლიდერობს ცენტრისტი პოლიტიკოსი ბუქარესტის მერი, ნიკუსორ დენი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.

ეგზიტპოლის თანახმად, ნიკოსურ დენმა ხმების 54.9% აიღო, ხოლო მისმა ოპონენტმაჯორჯ სიმონმა 45.10%.

როგორც ცნობილია, არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე ულტრამემარჯვენე პარტიის, „რუმინელთა ერთიანობის ალიანსის“ დამფუძნებელი, ჯორჯ სიმონი გავიდა.

შეგახსენებთ, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები გასული წლის ნოემბერში ჩატარდა, მაგრამ დეკემბერში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, რის მიზეზადაც პირველ ადგილზე გასული ულტრამემარჯვენე კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს სასარგებლოდ რუსეთის ჩარევა დაასახელა. თებერვლის ბოლოს, ჯორჯესკუს ბრალი წაუყენეს ექვს დანაშაულში, მათ შორის, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში. აღსანიშნავია, რომ ჯორჯესკუმ რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის განაცხადი შეიტანა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი განაცხადი არ დააკმაყოფილა

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა