ბადრი ჯაფარიძე - სახეზე გვაქვს პოლიტიკური ოპონენტებისადმი პირდაპირი ანგარიშსწორება, რომელიც ე.წ. საგამოძიებო კომისიის მიერ ხდება - ის შექმნილია კანონის ფეხქვეშ გათელვით

ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ოპონენტებისადმი პირდაპირი ანგარიშსწორება, რომელიც სწორედ ამ ე.წ. საგამოძიებო კომისიის მიერ ხდება, ის შექმნილია კანონის ფეხქვეშ გათელვით, - ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე ბრალდებულ ბადრი ჯაფარიძის საქმეზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

„პირდაპირ სახეზეა თანასწორობის დარღვევა და ფეხქვეშ გათელვა კანონის მოთხოვნის… იმპერატიულად განსაზღვრულია, რომ საგამოძიებო კომისიის შემადგენლობის მინიმუმ 50% ოპოზიციონერი წევრებისგან უნდა შედგებოდეს.

ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სამი წევრი თავისი რიგებიდან დანიშნა „ქართულმა ოცნებამ“, ეს იგივეა, რომ პროკურორმა დანიშნოს მეორე პროკურორი ადვოკატად და თქვას, ის იცავდა ბრალდებულის უფლებებსო, ორი ადგილი გამოყო სხვა პარტიისთვის. მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“ არის საგამოძიებო კომისიაზე წარმოდგენილი, ამიტომ საგამოძიებო კომისია გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტებისადმი ანგარიშსწორებისთვის. კანონმა სწორედ იმიტომ დაადგინა 50-% ოპოზიციის წევრებისგან უნდა შედგებოდეს, რომ ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ საგამოძიებო კომისია არ გამოიყენოს პოლიტიკური ოპონენტებისადმი ანგარიშსწორებისთვის. ჩვენ გვაქვს პირდაპირი ანგარიშსწორება პოლიტიკური ოპონენტებისადმი, რომელიც სწორედ ამ ე.წ. საგამოძიებო კომისიის მიერ ხდება, რომელიც შექმნილია კანონის ფეხქვეშ გათელვით. თვითონ უკანონოა პარლამენტი, უკანონოა კომისია და კანონის დარღვევით არის ყველა გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რაც მან დადგენილ ვადაში გადაიხადა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია