დავით მათიკაშვილი - ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, პასუხს აგებს - არ გადაიხდიან გირაოს? იგივე ბედს გაიზიარებენ, რაც იმ ხალხმა გაიზიარა, ვინც არ გადაიხადა

ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, პასუხს აგებს - არ გადაიხდიან გირაოს? იგივე ბედს გაიზიარებენ, რაც იმ ხალხმა გაიზიარა, ვინც არ გადაიხადა, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ გირაოს გადაუხდელობის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, წესის, კანონისა და სასამართლო დავალების შეუსრულებლობის გამო შესაბამისი სანქცირება იქნება გამოყენებული.

„ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, პასუხს აგებს. ისინი დაიბარეს დროებით საგამოძიებო კომისიაზე და არ გამოცხადდნენ, თუმცა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველია. სისხლის სამართლის საქმის წიაღში მათ გირაო შეუფარდეს და აცხადებენ, რომ არ გადაიხდიან. არ გადაიხდიან გირაოს? იგივე ბედს გაიზიარებენ, რაც იმ ხალხმა გაიზიარა, ვინც არ გადაიხადა. შესაბამისად, სამართლებრივ, დემოკრატიულ სახელმწიფოებში - ევროპაში და შეერთებულ შტატებში როგორც ხდება, ზუსტად ანალოგიურად წესის, კანონისა და სასამართლო დავალების შეუსრულებლობის მიმართ სანქცირება იქნება გამოყენებული.

ეს თითიდან გამოწოვილი თემა სჭირდებათ იმისთვის, რომ შესაძლოა კვლავ ვითარების დაძაბვაზე ფიქრობენ - რომ დადგან სპექტაკლის სცენარი თუ როგორ დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს ხელისუფლება”, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სასამართლომ რამდენიმე პირს, მათ შორის ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს გირაო შეუფარდა. გირაოს გადაუხდელობის გამო, სასამართლომ 14 მაისს, თავდაცვის ყოფილი მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა და ის დარბაზში დააკავეს.

გირაოს გადახდას არ აპირებს კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსი, მათ შორის - ნიკა გვარამია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. რაც შეეხება “ლელო - ძლიერი საქართველოს” ლიდერებს, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო გადაიხადეს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა