ბადრი ჯაფარიძის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

მოსამართლემ ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შვანგირაძემ ასევე არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა დასაკითხ პირთა სიაში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარისა და მისი წევრების დამატებასთან დაკავშირებით.

თუმცა, მოსამართლემ საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არჩევნებთან დაკავშირებითაა დაწერილი.

ამასთან, სხდომაზე დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენა, თუმცა, შვანგირაძემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რაც მან დადგენილ ვადაში გადაიხადა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“