ნონა ქურდოვანიძე - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმება საგანგაშოა - ეს მიანიშნებს, რომ არ არის ინტერესი, თუნდაც ფორმალურად არსებობდეს დამოუკიდებელი ორგანო

გადაწყვეტილება, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას გულისხმობს, თუ ეს საბოლოოდ მოხდა, რა თქმა უნდა, საგანგაშოა. ეს მიანიშნებს, რომ არ არის ინტერესი, არსებობდეს დამოუკიდებელი ორგანო, თუნდაც ფორმალურად, - ასე ეხმაურება საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე იმ ფაქტს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური უქმდება, ხოლო გაუქმების შემდეგ, გენერალური პროკურატურის მმართველობის სივრცეში გადავა.

მეორე მხრივ, როგორც ქურდოვანიძემ აღნიშნა, სპეციალური საგამოძიებო სამსახური უფუნქციო იყო.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური იმ მიზნით შეიქმნა, რომ მას დამოუკიდებლად უნდა გამოეძია ის დანაშაულები, რომელსაც სამართალდამცველების მხრიდან ჰქონდა ადგილი, თუმცა წლების განმავლობაში ვხედავდით, რომ ეს სამსახური უფუნქციო იყო, ვერ ასრულებდა საკუთარ მისიას და მანდატს. ამ დრომდე არცერთი საქმე არ არის გამოძიებული. ის გადაწყვეტილება, რომელიც ინსტიტუციურადაც ამ სამსახურის გაუქმებას გულისხმობს, თუ ეს საბოლოოდ მოხდა, რა თქმა უნდა, საგანგაშოა. ეს მიანიშნებს, რომ არც ფორმალურად არის ინტერესი, არსებობდეს ცალკე, დამოუკიდებელი ორგანო, თუნდაც ფორმალურად, რომელიც სპეციალური მანდატით გამოიძიებდა იმ დანაშაულს, რომელიც ამ სამსახურს ექვემდებარებოდა“, - აღნიშნავს ქურდოვანიძე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური უქმდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავად საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, ის გაუქმების შემდეგ, გენერალური პროკურატურის მმართველობის სივრცეში გადავა.

„გიდასტურებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეუერთდება საქართველოს გენერალურ პროკურატურას. საზოგადოებისთვის დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საქართველოს პარლამენტში ბიუროს წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელშიც დეტალურად იქნება განმარტებული ცვლილებების საჭიროება და ფორმები“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

2022 წელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ, რომელსაც ლონდა თოლორაია ხელმძღვანელობდა, მის ნაცვლად ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატს არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა.

უწყება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისა და მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა