ჩვენ ვზრუნავთ სისხლის დაავადებებზე: ლეიკემია, ლიმფომა, თალასემია და სხვა

Acıbadem-ი ორიენტირებულია სისხლის კიბოსა და სისხლის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაზე როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში. კლინიკაში ფუნქციონირებს სპეციალისტთა გუნდი, თანამედროვე ქიმიოთერაპიისა და რადიოთერაპიის განყოფილებები, ძვლის ტვინის გადანერგვის ცენტრები და ინოვაციური მკურნალობის მეთოდები, როგორიცაა CAR T-უჯრედული თერაპია.

Acıbadem-ის მიერ შემოთავაზებული მოწინავე მკურნალობის მეთოდები სისხლის დაავადებებისთვის

არსებობს სისხლის დაავადებების მრავალი სახეობა— ზოგი კეთილთვისებიანია, ზოგიც ავთვისებიანი. ზოგიერთ შემთხვევაში სისხლის უჯრედები კიბოს უჯრედებად იქცევა, ზოგჯერ კი ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს სისხლის უჯრედების საკმარის რაოდენობას ან წარმოქმნილი უჯრედები შესაძლოა არ იყოს ჯანსაღი. ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სისხლის დაავადებებია ლეიკემია, ლიმფომა და მელომა — რომლებიც ერთად "სისხლის კიბოს" სახელითაა ცნობილი. კეთილთვისებიან დაავადებებში შედის თალასემია, აპლასტიკური ანემია და მიელოდისპლაზიური სინდრომი.

სისხლის დაავადებების მკურნალობა მოითხოვს სრულყოფილ და ინდივიდუალურ მიდგომას. დაავადების ტიპის მიხედვით, შესაძლებელია მკურნალობა მედიკამენტებით, ქიმიოთერაპიით, რადიოთერაპიით ან ქირურგიული ჩარევით. როცა ეს მეთოდები საკმარისი არ არის, ძვლის ტვინის გადანერგვა შესაძლოა გახდეს გადარჩენის გზა. Acıbadem-ში ყველა ეს მომსახურება თავმოყრილია ერთ სივრცეში — რაც პაციენტებს დამატებით კომფორტს უქმნის და მათ არ უწევთ კლინიკიდან კლინიკაში ვიზიტი.

Acıbadem-ს თურქეთში აქვს ოთხი სრულად აღჭურვილი ძვლის ტვინის გადანერგვის ცენტრი, რომლებიც ემსახურება როგორც ავთვისებიან (ლეიკემია, ლიმფომა, მელომა), ისე კეთილთვისებიან (თალასემია და სხვ.) ჰემატოლოგიურ დაავადებებს. სტამბოლში მდებარე ერთ-ერთი ცენტრი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი გადანერგვის შემთხვევებს ახორციელებს. ყოველწლიურად ასობით ოჯახი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მიმართავს Acıbadem-ს რთული ჰემატოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.

ჰაპლოიდენტური გადანერგვის მეთოდით დონორთა წრის ზრდა

ძვლის ტვინის გადანერგვისას უმნიშვნელოვანესია ჰისტოკომპატიბილობის ანტიგენის (HLA) შესაბამისი დონორის პოვნა, რაც ხშირად სირთულეს ქმნის. ადრე, სრულად შესაბამისი დონორის გარეშე გადანერგვა შეუძლებელი იყო. დღეს კი ტექნოლოგიური პროგრესის წყალობით, შესაძლებელია ნახევრად შესაბამისი (ჰაპლოიდენტური) დონორის გამოყენება. ამან მნიშვნელოვნად გაზარდა დონორთა წრე. ძირითადად მოძიება ხდება პირველი ხარისხის ნათესავებში: ძმები/დები, მშობლები ან შვილები.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ტექნოლოგიური პროგრესი, ახალი პრეპარატების განვითარება და კლინიკური გამოცდილება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჰაპლოიდენტური გადანერგვის შედეგებს. დღეს Acıbadem-ში ძვლის ტვინის ალოგენური გადანერგვების დაახლოებით 25% ჰაპლოიდენტური დონორით ხორციელდება.

TÜRKÖK: იმედის სხივი სისხლის დაავადების მქონე პაციენტებისთვის თუქეთში

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრები ხშირად მზად არიან საყვარელი ადამიანის გადასარჩენად ძვლის ტვინის გადანერგვისთვის, ყოველთვის ვერ ხერხდება მათში შესაბამისი დონორის მოძებნა. ასეთ დროს, საბოლოო იმედად რჩება სისხლის ღეროვანი უჯრედების მოძიება ეროვნული ან საერთაშორისო დონორთა ბაზებიდან. ასეთ შემთხვევებში Acıbadem-ი ეროვნული და საერთაშორისო რეესტრების მეშვეობით შესაფერისი დონორების მოძიებაზეა ორიენტირებული და წარმატებით ახერხებს განაცხადის შემტანი პაციენტების თითქმის ნახევრისთვის შესაბამისი დონორების პოვნას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია თურქეთის ეროვნული ძვლის ტვინის ბანკი — TÜRKÖK, რომელიც სიდიდით მსოფლიოში მეექვსეა. TÜRKÖK-ის წყალობით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან Acıbadem-ი კლინიკაში მკურნალობის მიმღები პაციენტების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ხდება შესაბამისი დონორის მოძიება.

CAR T-უჯრედული თერაპია: იმუნური სისტემის დახმარება კიბოს ეფექტურ გამოვლენასა და მკურნალობაში

თანამედროვე ქიმიოთერაპიის, რადიოთერაპიისა და ძვლის ტვინის გადანერგვის მიუხედავად, ხანდახან ისინი შედეგს ვერ იძლევა. ასეთ დროს CAR T-უჯრედული თერაპია ინოვაციურ და ეფექტურ ვარიანტს წარმოადგენს. ეს მეთოდი გულისხმობს სისხლში არსებული T უჯრედების გენეტიკურ მოდიფიკაციას ლაბორატორიაში, რათა მათ უკეთესად შეძლონ კიბოს უჯრედების ამოცნობა და განადგურება.

Acıbadem-ი მსოფლიოში ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან კლინიკათა შორის, რომლებიც არამარტო ახორციელებენ CAR T-თერაპიას, არამედ თვითონ აწარმოებენ ამ უჯრედებს ადგილზე. ეს საშუალებას აძლევს Acıbadem-ს, საჭიროების შემთხვევაში, შექმნას პერსონალიზებული CAR T-უჯრედები, სპეციალურად ლიმფომის ან ლეიკემიის მქონე პაციენტებისთვის.

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „აჯიბადემი“ მზადაა პაციენტების მისაღებად, უპრეცედენტო უსაფრთხოების ნორმებისა და სპეციალური სამუშაო რეჟიმის დაცვით. თქვენი სამედიცინო დანიშნულების მოგზაურობის დასაგეგმად თურქეთში, შეგიძლიათ მიმართოთ აჯიბადემის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში:

ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500

ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ.156, ტელ: 0422 223000

ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ.60, ტელ: 0431 258500

ჯანმრთელობას გისურვებთ!

(R)

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება