არჩილ გორდულაძე - სახელმწიფოს ვალდებულებაა, საგამოძიებო უფლებამოსილებები დამოუკიდებელ ორგანოს ჰქონდეს - განა რა არის იმაზე უფრო დამოუკიდებელი, ვიდრე საკუთარ საქმიანობაში დამოუკიდებელი, კონსტიტუციური ორგანო - საქართველოს პროკურატურა?!

სახელმწიფოს ვალდებულებაა, საგამოძიებო უფლებამოსილებები დამოუკიდებელ ორგანოს ჰქონდეს - განა რა არის იმაზე უფრო დამოუკიდებელი ორგანო, ვიდრე ეს არის საკუთარ საქმიანობაში დამოუკიდებელი, კონსტიტუციური ორგანო - საქართველოს პროკურატურა?! - ეს განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის გაუქმებაზე საუბრისას გააკეთა.

გორდულაძის თქმით, „ეს ნაკისრი [ევროკავშირთან ნაკისრი] ვალდებულება პირნათლად შესრულებულია“.

„კონსტიტუციით გათვალისწინებულ დამოუკიდებელ ორგანოზე უფრო მეტი დამოუკიდებლობის ხარისხის მქონე ორგანო ვერც სხვა ქვეყანაში და ვერც საქართველოში ბუნებაში ვერ იარსებებს. კონსტიტუციიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში ბრალმდებელი მხოლოდ პროკურორი შეიძლება იყოს. ბრალდების განმახორციელებელია პროკურატურა და შესაბამისად, ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერი ბრალდებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყება და სასამართლოში წარმომადგენლობა მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურას აქვს. ეს ასე იყო წარსულში, ასეა აწმყოში და მომავალშიც ასე იქნება.

რაც მთავარია, დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი იქნება, რადგან ასეა გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციით“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს.

ცვლილებები „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. მათ მიერ ინიცირებული პროექტის თანახმად, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონი ძალადაკარგულად ცხადდება. შესაბამისად, უქმდება სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობები.

აღნიშნული თანამდებობის პირებისათვის, ასევე სამსახურის თანამშრომლებისთვის ფულადი კომპენსაციის მიცემის ვალდებულება განისაზღვრება.

კანონპროექტის მიხედვით, ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა ვრცელდებოდა, პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში გადავა.

ცვლილება 20 კანონში შედის.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: - არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი, აკაკი ალადაშვილი და ალუდა ღუდუშაური.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე