მამუკა ხაზარაძე - რატომ არ იბარებენ იმ ხალხს სასამართლო დარბაზში, ვისაც აქვს პრეტენზია ჩემსა და ბადრის მიმართ, რადგან ეს არის ერთი „კლანი“ - რით ჯობია წულუკიანი ნებისმიერს, რომელიც სასამართლოზე დადის?

რატომ არ იბარებენ იმ ხალხს სასამართლო დარბაზში, ვისაც აქვს პრეტენზია ჩემსა და ბადრის მიმართ, რათა გავარკვიოთ მათი კანონიერება, კომისიის კანონიერება, ის კითხვები, რომლებიც აქვს დაცვის მხარეს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, ვერცერთი მოსამართლე საგამოძიებო კომისიის ვერცერთ წევრს ვერ დაიბარებს სასამართლოზე, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ „კლანური მმართველობის წინააღმდეგ მოუწევთ წასვლა“.

„მე მინდა, ჩვენს საზოგადოებას ძალიან მარტივი რამ ავუხსნა - მე ამ სასამართლოებზე დავდივარ მარტივი მიზეზის გამო, რომ კიდევ ერთხელ ჩამოვხსნათ ნიღაბი ამ უსამართლობას, ამ კლანურ მმართველობასა და ამ კლანურ სასამართლოს, რომელიც საქართველოშია შექმნილი. მარტივი ლოგიკაა, რომ გარკვეული პირები ამ ქვეყანაში სარგებლობენ პრივილეგიებით და მარტივ კითხვაზე, რატომ არ იბარებენ იმ ხალხს სასამართლო დარბაზში, ვისაც აქვს პრეტენზია ჩემსა და ბადრის მიმართ, რათა გავარკვიოთ მათი კანონიერება, კომისიის კანონიერება, ის კითხვები, რომლებიც აქვს დაცვის მხარეს. ვერცერთი მოსამართლე ამ გადაწყვეტილებას ვერ იღებს იმიტომ, რომ ეს არის ერთი კლანი, იციან, ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღონ და დაიბარონ წულუკიანი ან კომისიის ნებისმიერი წევრი, მათ იმ დინებისა და იმ კლანური მმართველობის წინააღმდეგ მოუწევთ წასვლა, რომელიც ამ ქვეყანაშია ჩამოყალიბებული.

რით ჯობია წულუკიანი ნებისმიერ იმ ადამიანს, რომელიც სასამართლოზე დადის და პროკურორებისა თუ მოსამართლეების კითხვებს პასუხობს?“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რაც მან დადგენილ ვადაში გადაიხადა.

დღევანდელ პროცესზე კი საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები